გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: იქეთ გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ – გირგვლიანის საქმეს, ამ თემაზე პარალელს ავლებენ, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა

“პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარსს გააჩნია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.

“ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარსს გააჩნია. იქეთ გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ – გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო და ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. “უზნეობა” ბევრჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები