თერჯოლის სოფელ ალისუბანში ჭაბურღილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ალისუბანში იმყოფებოდა, სადაც მერის წარმომადგენელ იაგო აბჟანდაძესა და დეპუტატ ბადრი ბუცხრიკიძესთან ერთად ჭაბურღილის გაწმენდის სამუშაოები დაათვალიერა. ასევე სოფლის წყალმომარაგების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის წყლის დებეტის, მიწოდებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჭაბურღილის გაწმენდისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოებს შპს “გიგიდა” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები