“გლოვოს” კურიერს მსუბუქი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

“გლოვოს” კურიერს მსუბუქი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლი მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები