“ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე საოცარი სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციული სისტემის მიმართ, 2012 წლის შემდეგ ოცნებობდა თითქოს ამაზე, ოღონდ ეს მიგვაღებინაო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა მიღებული.

“მგონი, კანონპროექტი არ დგას საფრთხის წინაშე, ჩვენ პირველი მოსმენითაც, რომ არ ყოფილიყო “ევროპული საქართველო”, მივიღებდით. ასე რომ, მგონია,  ახლაც მივიღებთ. ერთადერთი ის არის, თუ ჯანმრთელად არის ყველა და მოვიდა პარლამენტში ის ნაწილი, ვინც დაპირებულია, რომ ხმას მოგვცემს. მე მგონია, რომ ყველა ჯანმრთელად არის. ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე საოცარი სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციული სისტემის მიმართ, 2012 წლის შემდეგ ოცნებობდა თითქოს ამაზე, ოღონდ ეს მიგვაღებინაო, მაგრამ რამდენჯერმე უგანა. ასე რომ, ახლა რა ჭკუაზეა, რას იზამს – ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენ მივიღებთ ამას, დარწმუნებული ვარ და ჩატარდება ნორმალური, გამჭვირვალე არჩევნები”, – განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები