რამზან კადიროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი 100 ტონა ფქვილით მოამარაგა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან 100 ტონა ფქვილის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს.​

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ალან ჯუსოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ფქვილი ე.წ.თავდაცვის სამინისტროს საწყობებსა და პურკომბინატებშია განაწილებული.

ჯუსოევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. რესპუბლიკას ადრე დახმარება დიასპორებმა აღმოუჩინეს, ასევე, ყარაჩაე-ჩერქეზეთის ლიდერმა, რაშიდ ტემრაზოვმა, რომელმაც 50 ტონა შაქარი გაგზავნა, ასევე, სხვა მეცენატებისგან.

ჰუმანიტარული დახმარება მოწყვლად ოჯახებს დაურიგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები