ამირან გამყრელიძე: მთავარია, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ, ახლა მართვის სტადიაში ვართ

“ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ, ახლა მართვის სტადიაში ვართ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება ეპიდემიის მეორე თუ მესამე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ.

„ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და, მეორე მხრივ, თანდათან გახსნილი ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება მეორე ტალღა, იქნება მესამე, იქნება მეოთხე, ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. არის იმისი დინამიკა, რომ ვირუსი და მისი ვირულენტობა თითქოს მცირდება არამარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ვირუსის ვირულენტურობის შემცირება ზაფხულშიც გაგრძელდეს. ის, რაც გვეგონა, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა, ან სულ გაქრებოდა, ისევე როგორც გრიპის ვირუსი ქრება ხოლმე ზაფხულში, ეს არ ხდება, მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ეს შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები