მსუბუქი და საპატრულო ავტომანქანების შეჯახებისას პოლიციელი დაშავდა

თბილისში, იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა პატრულის თანამშრომელი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები