ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0239 პუნქტით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარის ფასი 3.0404 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0643 ღირდა.

0.0492 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4177 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4669 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები