ირაკლი კოვზანაძემ და კატარინა ბიორლინ ჰანსემ შეხვედრაზე საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD)-ის რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსეს შეხვდა.
EBRD-ის ინიციატივით, გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სფეროში, მათ შორის, საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.