ფაშინიანი: კარანტინი სომხეთს ვერ გადაარჩენს
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, ძველი საკარანტინე რეჟიმის დაბრუნება ქვეყანას ვერ გადაარჩენს.
“ადამიანებს რესპუბულიკის მოედანზე გასვლას ვუკრძალავთ, მაგრამ ისინი მეზობლებთან სტუმრად შედიან. მოედანზე დაცული არიან, რადგან იქ პოლიციელები მუშაობენ, მათ ნიღბის უქონლობის გამო აჯარიმებენ”, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, მკაცრი კარანტინის პირობებში ინფიცირებულთა რიცხვი ზუსტად ასეთი მეზობლური კომუნიკაციების შედეგად იზრდებოდა.
“ადამიანები იწყენდნენ, ამიტომ მეზობლებს ეპატიჟებოდნენ, ერთად ყავას მიირთმევდნენ”, – თქვა სომხეთის ლიდერმა.
ფაშინიანმა ისევ ურჩია მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბები ატარონ.