“ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, სიცრუეა”

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა, რომ 20 ივნისს თბილისი ხელმეორედ ჩაიკეტება, სიცრუეა.

​”სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.
ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება”, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები