პანდემიის გამო, “ოსკარის” ცერემონია თებერვლის ნაცვლად 2021 წლის აპრილში გაიმართება

40 წლის განმავლობაში პირველად, “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიის თარიღი შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

“ოსკარის” დაჯილდოების 93-ე ცერემონია 2020 წლის 28 თებერვლის ნაცვლად 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება.

ამასთანავე, გადავადდა “ოსკარზე” ფილმების წარდგენის პერიოდიც. თარიღი 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები