სომხეთში კორონავირუსის კიდევ 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის კიდევ 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 17 489 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 293 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 6571-მა პაციენტმა შეძლო.