24 დღის განმავლობაში პირველად, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

24 დღის განმავლობაში პირველად, ახალ ზელანდიში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქალი ერთი ოჯახის წევრია და ისინი დიდი ბრიტანეთიდან ახალ ზელანდიაში მამის დაკრძალვაზე ჩავიდნენ.

8 ივნისს ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსი დაამარცხეს და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები