მთავრობა პრივატიზაციის კანონში ცვლილებებს გეგმავს

პრივატიზაციის კანონში ცვლილებები იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი საპრივატიზაციო ქონების პირობების შეცვლაზე უკვე მზადაა.

ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მიზეზით გართულდება ან შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება, შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების მმართველის წარდგინებით, საქართველოს მთავრობა მიიღებს.

როგორც მთავრობა განმარტავს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გარკვეულ შემთხევებში აძნელებს/შეუძლებელს ხდის სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიერ ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც არ არის დამოკიდებული მათ ბრალეულ ქმედებაზე და უკავშირდება ისეთ გარემოებებს, რომლებიც მათი კონტროლის ფარგლებში არ ექცევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები