შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 127 მილიონს გადააჭარბა
გასულ წელთან შედარებით,2020 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.5 %-ით გაიზარდა და 127.2 მილიონი ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.7%-ით და 122.3 ლარს შეადგენს.
ყველაზე დიდი წილი 38.6% საყიდლებზე მოდის, მეორე ადგილზე ტრასნპორტზე გაწეულია ხარჯია. ჯამურად, ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის შესაბამისი პერიოდში.