საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა

მაისში, აპრილთან შედარებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა და 189.6 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 167,9 ლარი შეადგინა. საშუალო ოჯახისამ – 318 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 167,9 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანისა და მეტის კი 446.6 ლარით.

აღსანიშნავია, რომ მარტში საარსებო მინიმუმ რეკორდულ ნიშნულზე 206.1 ლარზე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები