მოსკოვის ცენტრში სროლა მოხდა, არიან დაშავებულები

მოსკოვში, სამხრეთ-დასავლეთით, ლენინის გამზირზე დაუდგენელმა პირმა ავტომობილიდან სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.

ინციდენტის შედეგად ორი სამოქალაქო პირი და ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

ამის შესახებ მედიას ექსტრემალური სამსახურების წარმომადგენელმა განუცხადა.

სროლა ტაქსიდან მოხდა. წინასწარი ვარაუდით, ცეცხლი ავტომობილის მძღოლმა გახსნა.

მედიას სამართალდამცავ უწყებაში წყარომ განუცხადა, რომ დაჭრილთა შორის თავად თავდამსხმელია, რომელიც უკვე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები