მედია: თურქეთი აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით ნატო-ს გეგმებს ბლოკავს

თურქეთი ნატო-ში აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის გეგმებს ბლოკავს, – წერს DPA.

აღინიშნება, რომ პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ თურქეთი ალიანსს მისი ინტერესების მხარდაჭერას სთხოვს.

საუბარია ქურთთა პარტიების – PYD -სა და YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებაზე, რასაც ალიანსის ზოგიერთი წევრი არ ეთანხმება.

თურქეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პარტია “დემოკრატიული კავშირი”(PYD) სირიელი ქურთების ძირითად ჯგუფს წარმოადგენს, “სახალხო თავდაცვის რაზმი” (YPG) კი ქურთთა მუშათა პარტიასთან არის კავშირში.

ნატო-ში საკითხზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ, თუმცა ალიანსის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ყველა მოკავშირის დაცვის გეგმა აქვს.

ნატო-ში თურქეთის წარმომადგენლობის წევრმა აღნიშნა – “მიზანშეუწონრად მიგვაჩნია, რომ თემები, რომლებიც ალიანსისთვის კონფიდენციალური და მგრძნობიარეა, პრესის სტატიების საგანი გახდეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები