აშშ-ში კორონავირუსის თითქმის 20 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 19 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 2 094 069 ინფიცირებულია. ერთი დღით ადრე ვირუსის 25 540 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ვირუსს კიდევ 296 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 115 732 ლეტალური შემთხვევაა. წინა დღით 767 გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

ამასთან, ვირუსის დამარცხება 561 816-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები