ჩინეთში თხევადი გაზის ავზის აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ჩჟეძიანის პროვინციაში თხევადი გაზის ავზის აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 170-ზე მეტი დაშავდა, – იტყობინება The News York Times-ი.

შემთხვევა 13 ივნისს მოხდა.

სატვირთო ქალაქ ვენლინთა  ადგილობრივი დროით 16:00 საათზე აფეთქდა, სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

მომხდარის შედეგად, ახლოს მდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა, ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი და 34 სახანძრო მანქანა იმყოფებოდა. მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები