სომხეთში ფრანგი მედიკოსების ჯგუფი ჩავიდა

ფრანგი მედიკოსების ჯგუფი, რომელიც სომხეთის დასახმარებლად ერევანში ჩავიდა, მუშაობას უკვე შეუდგა.

ამის შესახებ დიასპორის საკითხთა მთავარმა რწმუნებულმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მანამდე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფრანგი მედიკოსების 10-კაციანი ჯგუფი ჩავა.

15 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით 17 064 პირია ინფიცირებული, 285 ლეტალური შემთხვევაა, ვირუსის დამარცხება 6276-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები