თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბინგელთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქ ბინგელესთან ბოლო 24 საათში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა.
14 ივნისს 5,8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა.