სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 ათასს გადააჭარბა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 17 064 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 16 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 285 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება 6276-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები