კორონავირუსი შიდა ქართლში კიდევ ერთი ადამიანს დაუდასტურდა

კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა შიდა ქართლში. ინფუცირებული ქალი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები და თბილისის რესპულიკური საავადმყოფოს სანიტარია. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა.
“დაინფიცირებული ქალბატონი რესპულიკურ საავადმყოფოში მომუშავე სანიტარია. ამ დროისთვის სანიტრის კონტაქტებიდან ლუგარში იგზავნება 6 პირის სატესტო ნიმუში. თვითიზოლაციაში კი 11 პირი იმყოფება”, – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 16 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 3 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები