როგორია ეკონომიკის აღდგენის დინამიკა – „თიბისი კაპიტალის“ კვლევა

როგორია ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და რა ტენდენციები გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მეორე კვირაა, უნაღდო ხარჯვა არასასურსათე და არაფარმა კატეგორიებზე იზრდება. კერძოდ: ტანსაცმელზე დანახარჯი მკვეთრად გაიზარდა, ივნისის პირველ კვირაში ხარჯვა გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა
• სამშენებლო მასალები და გრძელვადიანი მოხმარების საქონელი ზრდის ტემპს ინარჩუნებს
• გაუმჯობესებაა საკვებ ობიექტებში უნაღდო ხარჯვაში, ივნისის პირველ კვირაში წლიურმა კლებამ -50% შეადგინა, როდესაც მაისის ბოლოს კლება -70%-ს უდრიდა
• მიუხედავად მცირე აბსოლუტური მოცულობისა, ელ-კომერციის ბრუნვამ რიგ სექტორებში COVID-19-ის დროს მნიშვნელოვან წილს მიაღწია
• გამოკითხულ სასტუმროებში დატვირთულობის წინასწარი მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში ივლისში 3-10%,აგვისტოში 8-11%, ხოლო სექტემბერში 12-35% ფარგლებში მერყეობს
• ივნისის პირველ კვირაში გზავნილები წლიურად მხოლოდ -0.5%-ით არის შემცირებული და ზრდის ტენდენციას უახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები