სომხეთის ჯანდაცვა: 100 პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, 425 კი – მძიმე
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ანაიტ ავანესიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ათასამდე პაციენტი სახლის პირობებში, კონტროლს ქვეშ იმყოფება.
ამის შესახებ ავანესიანმა სომხეთის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 1800 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული, მათგან 100 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, 425 ძ მძიმე, 23 კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
12 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით 15 281 ინფიცირებული, 258 ლეტალური შემთხვევაა და 5639 გამოჯანმრთელებული.
მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 13 ივლისამდე გადაწყვიტეს.