კიევში შესაძლოა, საკარანტინე ზომები გამკაცრდეს

​კიევში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საკარანტინე ზომები, რომელთა შესუსტება 23 მაისს დაიწყო, შესაძლოა, გამკაცრდეს.

ამის შესახებ კიევის მერის მრჩეველმა, ვლადიმირ ბონდარენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს საგანგებო ვითარების შტაბში მიიღებენ.

“ქალაქი მომდევნო ეტაპებისთვის მზად არ არის. ზაფხულის სეზონმა დაავადებულთა რიცხვის კლება არ გამოიწვია. ვერ ვისაუბრებთ დახურული ტიპის კვების ობიექტების გახსნაზე, ასევე, რაიმე სახის მასობრივ ღონისძიებებსა და კულტურის ცენტრების სრულფასოვან გახსნაზე”, – თქვა ბონდარენკომ.

ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემით, კიევში გასული დღე-ღამის განმავლობაში 95 ინფიცირებული გამოვლინდა, სულ კიევში ვირუსი 3766 ადამიანს აქვს დადასტურებული.

მანამდე ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ, დაავადების მზარდი მატების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის 24 ოლქიდან 10-ში საკარანტინე ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებს.

რაც შეეხება უკრაინის მასშტაბით არსებულ ეპიდვითარებას – 12 ივნისის მონაცემით, ვირუსი 29 706 ადამიანს აქვს დადასტურებული (ბოლო 24 საათში 683 ახალი შემთხვევაა), 880 გარდაცვლილია, 14 068 განკურნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები