სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 ათასს გადააჭარბა

​სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 15 281 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 13 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 258 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადება 5639-მა პირმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები