რამდენმა თვითდასაქმებულმა და უმუშევარმა მიიღო კომპენსაცია – გაცემულია 38 მილიონზე მეტი
11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპენსაციის მიმღები 132 ათასი თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.
დარეგისტრირებულთაგან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 66 660-მა პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 998 000 ლარი გადაირიცხა.
რაც შეეხება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს – 90 802 ასეთ პირს 200 ლარი უკვე ჩაერიცხა, რაც, ჯამურად, 18 160 400 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.