ტრამპმა ბელარუსის მიმართ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ძალაში დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და სენატის თავმჯდომარეს ბელარუსის მიმართ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ წერილი გაუგზავნა.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2006 წლის 16 ივნისს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2020 წლის 16 ივნისის შემდეგაც ძალაში დარჩება.

“ბელარუსის მთავრობის ზოგიერთი წევრისა და სხვა პირების მოქმედება და პოლიტიკური ინიციატივები, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების დაზიანებაზეა მიმართული, ასევე, ადამიანების უფლებების დარღვევა, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირდება და კორუფცია, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ექსტრაორდინალურ საფრთხეს ინარჩუნებს”, – წერია წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რიგი ჩინოვნიკისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება 2006 წლის 16 ივნისს მოხდა მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ. ამის მიზეზი გახდა ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირში არადემოკრატიულად ჩატარებულად ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები