სამხრეთ ამერიკა კორონავირუსმა მოიცვა
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის ინფექცია სწრაფად ვრცელდება და ამ მაჩვენებლით ყველაზე საშიშ ეპიდემიოლოგიურ კონტინენტად იქცა.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრაზილიაშია. აქ ბოლო 24 საათში 11 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, სულ ვირუსი 802 828 ადამიანს აქვს დადასტურებული, 40 919 კი გარდაცვლილია.
პერუში ბოლო ერთ დღეში 6 ათასზე მეტი დაავადებულია გამოვლენილი, სულ 214 788 ინფიცირებულია, ბოლო 24 საათში ვირუსს 206 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 6 088 ლეტალური შემთხვევაა.
ჩილეში ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19 5 596 პირს დაუდგინდა, სულ 154 092 ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რიცხვმა 2 648-ს მიაღწია, ბოლო ერთ დღეში 173 პაციენტია გარდაცვლილი.