ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის 11 ათასზე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 297 535 ინფიცირებულია.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 394 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 8 498 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ვირუსის დამარცხება სულ 147 195-მა პირმა შეძლო.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებლით ინდოეთი მეხუთე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით მან იტალიასა და ესპანეთს გადაასწრო.