საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 831 შემთხვევაა დადასტურებული, დილით აღნიშნული მონაცემით, 828-ს შეადგენდა.
ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 694-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.