სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: შეცდომების გამო ბოდიშს ვიხდი
“მინდა, გულწრფელი ვიყო და გარკვეული შეცდომების გამო ბოდიში მოვიხადო”, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტორისიანმა Facebook-ში პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან ბრძოლის დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ ისურვებდა, არ განეხილა ეს საკითხი, რომ არა პარტნიორების მხრიდან მოსმენილი მსგავსი მოსაზრებები.
“დღეს მინდა, ვიყო, გულწრფელი და შესაძლოა, გარკვეული შეცდომების გამო ბოდიში მოვიხადო, რომლებიც იქნა დაშვებული. მაგრამ, ამასთან გავნმარტავ, თუ რა ინფორმაციასა და ცოდნას ვეყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების დროს. პირველ ყოვლისა, ყველამ დავაფიქსიროთ, რომ დაავადება მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და შემთხვევითი არ არის, რომ მას ახალი კორონავირუსი ჰქვია. არსებობს უამრავი კითხვა. დაავადებასთან დაკავშირებით ყველაფერი ცნობილი არ არის, დაწყებული იმით, თუ რამდენი ადამიანის ინფიცირება შეუძლია დაავადებულ ადამიანს, როგორ მიმდინარეობს ის, ადამიანების რა კატეგორიაში შედარებით სუსტად ვლინდება, რა დრო სჭირდება საინკუბაციო პერიოდს, ეხმარება თუ არა ნამდვილად ნიღაბის ტარება და სხვა საკითხებია”, – აღნიშნა ტოროსიანმა.
მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ძალიან ცოტა ქვეყანამ შეცვალა მკურნალობის ტაქტიკა.
“ჩვენ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის დაგვიანებით მივიღეთ და მზად ვარ, ვთქვა, რომ შესაძლოა, ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ გარკვეულ საკითხებში დავაგვიანეთ. სხვადასხვა ვითარებებია და შესაძლოა, ამ ვითარებებში სხვა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მაგალითად, კარანტინის დაწესება, საზღვრების ჩაკეტვა”, – თქვა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.