რუსულმა თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – ქვეყნის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყანაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ გუშინ რუსულმა ტუ-204-300 ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ინციდენტი დილით ვაინდლოოს კუნძულთან მოხდა.
თვითმფრინავმა საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა და იქ, სულ, მცირე ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
ესტონეთის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს ეს რუსეთის მიერ ქვეყნის დარღვევის პირველი შემთხვევაა.