ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა
2020 წლის 10 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.
აუქციონზე 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა.
ცნობისთვის, ლარის კურსის დასაჭერად მიმდინარე წელს სებ-ის მიერ განხორციელებული რიგით მეექვსე ინტერვენციაა.
სებ-მა 13 მარტს შიდა სავალუტო ბაზარს 20 მილიონი, 19 მარტს 40 მილიონი, 25 მარტს 40 მილიონი და 28 აპრილს 20 მილიონი დოლარი მიაწოდა. 21 მაისის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
ჯამურად, დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-მა სავალუტო ბაზარზე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.