მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა, მელიამ და ოქრუაშვილმა 20 ივნისზე აღიარებები უნებლიედ წამოროშეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, 20 ივნისზე მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ და ირაკლი ოქრუაშვილმა აღიარებები უნებლიედ წამოროშეს. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს აქციაზე გულწრფელი ადამიანებიც იყვნენ, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მიზნები ჰქონდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, იქნება გარკვეული აქცია – 100, 200 თუ 300 კაცი, არ ვიცი.
ერთი ადამიანი მაინც თუ დარჩა ისეთი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ ​გასულ წელს ის გულწრფელი პროტესტი იყო, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, შევახსენებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის აღიარებას, ნიკა მელიას აღიარებასა და შემდეგ ბეჭდის დასმას აღიარებით ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში იჭრებოდნენ, მათ დაგეგმეს და მიზანი ჰქონდათ, რომ ვიღაცას შეცდომა დაეშვა. ასეთი შეცდომა დაშვებული იყო კონკრეტული პოლიციელების მხრიდან და სახალხო დამცველის შეფასებასაც გაგახსენებთ, რომელმაც რაციის მონაცემები გაშიფრა, რომ იქ მსგავსი ბრძანება არ ყოფილა გაცემული. ეს არის ამ ერთ წელში, ნებით თუ უნებლიედ, მათ მიერ წამოროშილი აღიარებები, რომელმაც ყველაფერს თავის წერტილი დაუსვა და ყველაფერს თავის სახელი დაარქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები