ბექა დავითულიანი: ჩატარდა ოთხი მთავარი კვლევა – გელათის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული გეოლოგიური კვლევა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს
„ახლა ჩატარდა ოთხი მთავარი კვლევა – გელათის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული გეოლოგიური კვლევა, რათა რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა არც ერთხელ აქამდე,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ტარდებოდა მასშტაბური რეაბილიტაცია და კვლევებიც, თუმცა არ იყო იმ ხარისხის, რაც ახლა. ახლა ჩატარდა ოთხი მთავარი კვლევა – გელათის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული გეოლოგიური კვლევა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა არც ერთხელ აქამდე. მეორე – წყალარინების პრობლემა მოგვარდება. შესწავლილი იქნა როგორ აღარ ჩავიდეს წყალი.
მესამე – შესწავლილი იქნა რა მასალებით უნდა მოხდეს თვითონ შენობის რეაბილიტაცია. მეოთხე – მხატვრობა და მოზაიკა. ამაზე იყო მასშტაბური კვლევა რა მასალებია რომელსაც მიიღებს ხატი და მომავალში ფრესკებზე პრობლემას არ შექმნის და მოზაიკა რით შეიძლება რეაბილიტირდეს. ყველა ეს კვლევა ჩატარებულია და ახლა გვეძლევა საშუალება უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესზე გადავიდეთ“, – აღნიშნა დავითულიანმა.