“ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება” – კახიანი

“ვფიქრობ, საბოლოოდ  საღი დამოკიდებულება იმარჯვებს და თავის პოზიტიურ შედეგს მოიტანს. ჩვენი მხრიდან არის ყველანაირი სურვილი და მონდომება. ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ჟღერდება და რეზოლუციები ინიცირდება.

„რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როდესაც ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ ჩვენი დასავლელი „პარტნიორების“ მხრიდან, მაგრამ მე მგონი უკვე ყველა ხედავს, რომ საქართველოში მოსახლეობაზე ამას არანაირი შედეგი არ აქვს. ყველამ გაიგო რეალურად რასთანაც გვაქვს საქმე. ახლა არჩევნები ახლოვდება და დარწმუნებული ვარ, არჩევნების წინ ასეთი განცხადებები იქნება ეს თუ რეზოლუციები, რომლებითაც შეეცდებიან ეს რადიკალური ოპოზიცია მოაძლიერონ, მოხშირდება“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები