“ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდება, თუ მასში მონაწილეობას პუტინიც მიიღებს” – ერდოღანი

“ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდება, თუ პუტინიც მიიღებს მასში მონაწილეობას”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, – ციტირებს Reuters-ი.

ერდოღანის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხი მან ტრამპთან ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

“ტრამპმა თქვა: „თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩამოვა მოლაპარაკებებზე სტამბოლსა ან ანკარაში, მეც ჩამოვალ.

ჩვენ საჭირო კონტაქტებს დავამყარებთ, და ღვთის წყალობით რაც შეიძლება მალე გავმართავთ ასეთ შეხვედრას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები