აშშ „ოქროს გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე 25 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
პენტაგონის განცხადებით, შეერთებული შტატები 2026 წელს „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე 25 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
„პრეზიდენტის 2026 წლის ბიუჯეტი „ოქროს გუმბათისთვის“ 25 მილიარდ დოლარს მოიცავს“, – აღნიშნა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.