“ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” – ირანის სულიერი ლიდერი

„გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას. აშშ-ის რეჟიმი ომში პირდაპირ ჩაერთო, რადგან გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიონისტური რეჟიმი მთლიანად განადგურდებოდა”, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში წერს.

“ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. ის თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზაა.

ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ის ძირითად ცენტრებზე და შეუძლია ზომების მიღება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთი ქმედება შეიძლება მომავალშიც განმეორდეს. თუ რაიმე აგრესია მოხდება, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს“, – წერს აიათოლა ხამენეი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები