ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მოკლეს.
ადგილობრივების თქმით, მოკლულს სოფელში, ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
დაჭრილი შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.