ირაკლი კირცხალია – შრომითი მიგრაციის კანონპროექტზე: ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება

ეს კანონი მოემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავიაროთ ოქროს შუალედი. პირველ რიგში მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ შრომითი მიგრაციის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ასევე მაქსიმალურად დაცული იყოს იმ კეთილსინდისიერი მიგრანტების უფლებები, რომლებიც შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ შრომითი მიგრაციის დასარეგულირებლად და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისთვის, ორი კანონპროექტი მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები