“ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ დაბეჯითებით, რომ გელათში წყლის ჩასვლის პრობლემა, დროებითი გადახურვის დასრულებით, მოგვარებულია” – დავითულიანი
“ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა გელათის ტაძრის რეაბილიტაციის ისტორიაში, ეს არის პირველი საფეხური, როდესაც ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ დაბეჯითებით, რომ გელათში წყლის ჩასვლის პრობლემა, დროებითი გადახურვის დასრულებით, მოგვარებულია”, – ამის შესახებ “დღის ქრონიკას“, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, გელათის ტაძრის მოზაიკის კონსერვაციის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„იმ ჯგუფს, რომელიც მუშაობს გელათის კონსერვაცია- რეაბილიტაციაზე, მიეცემა შესაძლებლობა მშვიდად იმუშაოს თითოეულ დეტალზე, რას სჭირდება გელათის სრულყოფილ რეაბილიტაციას, მის ღირსეულად წარმოჩენას და შენახვას. ძალიან დიდი უხერხულობა იყო, რომ ამდენი წელი ეს პრობლემა გვქონდა, ამას იწვევდა ერთის მხრივ ძეგლის სიძველე, მეორეს მხრივ არასწორი ჩარევები, რაც ხდებოდა, ამ ბლო ეტაპზე კიდევ უფრო გაპრობლემდა, რადგან რაღაც მასალას გელათი აღარ იღებდა. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იმ ეტაპამდე ვართ მისულები, რომ გელათში წყალი აღარ ჩავა და გელათში მიეცემათ შესაძლებლობა, როგორც უცხოელ ექსპერტებს და კომპანიას, ასევე ქართველ ექსპერტებს და კომპანიებს, რომ იმუშაონ რესტავრატორებმა და დაუბრუნონ გელათს პირვანდელი სახე“, – აღნიშნა დავითულიანმა.