ბადრი ჯაფარიძე: მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება

,,მხნედ ვარ, ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. განსაცდელებმა, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი”,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება“, – აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები