წილოსანი – ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე: აშანტაჟებენ როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს
“თუ კითხვას დავსვამთ, რატომ ხდება ამდენი უსამართლო და დეზინფორმაციული განცხადება, დებატებისა თუ რეზოლუციების მოწყობა და მიღება, პასუხი არის აპრიორი ის, რომ გვაშანტაჟებენ,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
აღნიშნულით ის საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს ევროსაბჭოში უნდა გაიმართოს.
“აშანტაჟებენ როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, აშინებენ იმ რაღაც ბენეფიტების წართმევით, რომელიც ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ემსახურება ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს კოლონია და ვიღაცა ვითომ ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ,” – აღნიშნა წილოსანმა.