ბიბილოვი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, – განაცხადეს პრესსამსახურში.
აღნიშნული უკავშირდება იმას, რომ ის ივნისში მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბიბილოვი თათბირებსა და ჩინოვნიკებთან კომუნიკაციას ონლაინრეჟიმში განახორციელებს.
გარდა ამისა, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი კარანტინში ორ კვირას გაატარებს.