ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციაში პოლიტიკური ამბიციებიდან ვერ გამოდიან და პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან

ანალიტიკოს ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში, პოლიტიკური ამბიციების გამო, პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„ოპოზიციაში როცა პირველად გამოკრთა შეთანხმების სხივი, როცა თქვეს  – მაჟორიტარებზე შევთანხმდებით, ერთიან კანდიდატებს დავაყენებთ და ძლიერი პოზიციები გვექნებაო, მაშინ ვთქვი, რომ ვერ შეთანხმდებოდნენ. ეს, დაახლოებით, 2 თვის წინ იყო. ვპროგნოზირებდი, რომ ოპოზიცია ვერ მიაღწევდა შეთანხმებას ერთიან კანდიდატებზე. მოხდა ის, რაც უნდა მოხმდარიყო. დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის ამ ერთ საკითხშიც კი. საერთო კანდიდატებს ვერ დაასახელებენ, როგორც ჩანს. მათ კომენტარებშიც უკვე ჩანს, საუბრობენ იმაზე, იქნებ მხოლოდ თბილისში შევთანხმდეთო, ვნახოთ, შეიძლება – ამაზეც ვერ შეთანხმდნენ. თბილისში უნდათ შეთანხმება და რეგიონებში კონკურენცია? ვერ ვიგებ, ეს რა პრინციპია? რა გამოდის, თბილისში უნდათ უფრო ძლიერები იყვნენ და რეგიონებში არ უნდა ერთიანი კანდიდატი? ისინი პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. დიდი ამბიციები აქვთ, ჰგონიათ, რომ თავიანთი პარტიის კანდიდატი უფრო კარგია და სხვებმა უნდა დათმონ ამ თუ იმ ოლქში და ა.შ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ამბიციებია და აქედან ვერ გამოდიან“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები